ზვიად ხარაზიშვილი და მისი 2 მოადგილე, ვახტანგ გომელაური ოთხივე მოადგილესთან ერთად, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სულხან თამაზაშვილი და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა დააჯილდოვა. კანონის სახელით უკანონო დავალებების გამცემი და სასტიკი დარბევის შემოქმედები, ივანიშვილის ფავორიტი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ მათ ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურება აქვთ.
კუპატაძე ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, ვინც რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ რეჟიმში საკუთარი თვალით აკვირდებოდა მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკ დარბევებს. ივანიშვილის ოცნების მოჩვენებითი რეალობის პარალელურად კი პარტნიორები ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებს ერთმანეთის მიყოლებით ასანქცირებენ. კუპატაძესთან ერთად გერმანულ და ბალტიის პირა ქვეყნების სანქცირებულთა სიაში კი უკვე არიან ოცნების და შსს მაღალჩინოსნები, სიის სათავეში კი ოლიგარქი ივანიშვილია.
ღირსების ორდენებით დაჯილდოების ცერემონიალს მხოლოდ ივანიშვილის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. დღეს გავრცელებული კადრებით კი დასტურდება, რომ ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის დროშის ატრიბუტიკა საერთოდ გაქრა. ივანიშვილის მორჩილმა ანტიდასავლური რიტორიკის მთავარმა შემოქმედმა კიდევ ერთხელ უთხრა საზოგადოებას, რომ ე.წ ხელისუფლების მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა არაა და ამით საქართველოს კონსტიტუციაც დაარღვია.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინდივიდუალური გადაწყვეტილებების შემდეგ სანქცირების პაკეტი შეიმუშავა ჩეხეთმაც. მთავარის ინფორმაციით, სანქცია შეეხო ზვიად ხარაზიშვილს, ვახტანგ გომელაურს და ვაჟა სირაძეს.
აშშ-ის “მაგნიტსკის სიაში“ უკვე მოხვდნენ ვახტანგ გომელაური და ხარებას მოადგილე მირზა კეზევაძე. რეჟიმის მორჩილებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. ლიტვა, ლიეტუვა, ესტონეთის და გერმანიის შემდეგ კი ოცნების მაღალჩინოსნები და უკანონო დავალებების შემსრულებლები ვეღარც ჩეხეთის ტერიტორიაზე იმოგზაურებენ....