რუსეთმა უკრაინის ქალაქ სუმიში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანა.
მედიის ცნობით, დაღუპულია 9 და დაშავებულია 13 ადამიანი.
მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. მისი თქმით, ყოველ ასეთ დარტყმას მსოფლიოს მხრიდან პასუხი სჭირდება და ტერორი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. მისი თქმით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
"ამ დროისთვის ვიცით 9 დაღუპულისა და 13 დაშავებულის შესახებ, მათ შორის ერთი ბავშვია. ეს რუსული ქმედებების დამახასიათებელი ნიშანი გახდა – მთელი შენობის მცხოვრებთა განადგურება. ყოველ ასეთ დარტყმას მსოფლიოს მხრიდან პასუხი სჭირდება. ტერორი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს" განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.