"წაღებულია ფული და ტექნიკა...აღმოვჩნდით რეპრესიების მსხვერპლი" | ბოლო სამუშაო დღეს გაქურდული "სოციალური კაფე"

გამოქვეყნდა:

სოციალურ კაფე "სფეისში" მომხდარ ქურდობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. მობილიზებული არიან როგორც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტები. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია ტექნიკა და ფული. მომხდარის გამო ბოლო დღეს "სფეისში" დაგეგმილი ღონისძიება ჩაიშალა. 

შეგახსენებთ, რომ კაფე "სფეისი" დღეს გაქურდეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის მერია "სფეისის" თანამშრომლებს შენობიდან აძევებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი