„რაც ახლა მასთან დაკავშირებით ციხეში ხდება, ძალიან ახლოს არის წამებასთან“ - აცხადებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში:
„მსურს, გამოვეხმაურო ერთ შემთხვევას, რომელიც კარგად არის ცნობილი თქვენი ხალხისთვის. ვსაუბრობ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე.
ის დაპატიმრებულია, შიმშილობს და ჩვენ - პირადად მე და ასამბლეა - ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, გაათავისუფლონ იგი. იმიტომ, რომ ეს არის არასამართლიანი, უსამართლო“, - განაცხადა რუსოპულოსმა.