NYT: დიდი დანაკარგების გამო, ჩრდილო კორეელი სამხედროები კურსკის ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს

გამოქვეყნდა:

New York Times-ი უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს. მიზეზი მძიმე დანაკარგები გახდა. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები ფრონტზე დაახლოებით ორი კვირაა არ შეუმჩნევიათ.

უკრაინელი ჩინოვნიკის თქმით, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაკარგების ზრდა გამოწვეული იყო მათ რიგებში დეზორგანიზაციით და რუსულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციის ნაკლებობით. 

The New York Times-ის კიდევ ერთი წყარო, ამერიკელი ოფიციალური პირები კი თვლიან, რომ გადაწყვეტილება ჩრდილო კორეელების ფრონტის ხაზიდან გაყვანაზე, შეიძლება დროებითი იყოს და დამატებითი მომზადების გავლის შემდეგ, შესაძლოა, ისინი ისევ დააბრუნონ ომში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი