ესტონეთის მიერ სანქცირებულმა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გზის "ხელოვნურად გადაკეტვისთვის" დღეს კიდევ სამი მოქალაქე დააჯარიმა. ყველა მათგანს 5 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
დაჯარიმებულებს შორისაა მხატვარი ნიკა ძამაშვილი, რომელსაც შსს 3 იანვარს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა. ძამაშვილის თქმით, რეალურად ის აქციაზე მაშინ მივიდა, როცა გზა უკვე გადაკეტილი იყო.
"გზის გადაკეტვისთვის" დააჯარიმეს ტელეკომპანია "ევრონიუსის" ჟურნალისტიც, რომელიც ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.