გასაოცარი დემოკრატია, უფასო ფული... -შეუსრულებელი დაპირებები და "საოცნებო" 8 წელი

გამოქვეყნდა:

ეკა ბესელია რომელიც ქართული ოცნების დამფუძნებელია, დღეს ამბობს, რომ ვერ იფიქრებდა თუ 8 წლიან მმართველობას ასე შეაფასებდა. უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატისთვის ყველაზე მძიმე ის ფაქტია რომ ოცნების მთავარ იდეას თვითონ ბიძინა ივანიშვილმა უღალატა, არცერთი დაპირება არ შეასრულა და სასამართლო სისტემა სრულიად ჩამოანგრია. 

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები არ ერიდებიან პირდაპირ თქვან, რომ მასთან მუშაობაზე უარი  თქვეს, როდესაც მართვა ოლიგარქიული მეთოდებით დაიწყო და ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით გააჩერა. რადგან ოცნების არცერთი  დანაპირები შესრულებული არ არის, ფიქრობენ რომ ახლა უნდა წავიდეს. 

ოპოზიციისთვის ყველაზე ნათლად ოცნების მართვის მძიმე შედეგები სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზე ჩანს, როდესაც ეროვნული ვალუტა ქვეყანაში თითქმის 100%-ით არის გაუფასურებული. ამ პირობებში კი ოპონენტების თქმით ოცნება ქვეყნის მოქალაქეებს უარესს სთავაზობს და ქვეყნის განვითარების მოდელად  საჩხერეს ასახელებს. ანუ მოდელი როცა ყველა ერთ ადამიანზე ბიძინა ივანიშვილზე და მის გადაწყვეტილებებზე ვართ დამოკიდებულები. 

ამ დანაპირებით მოსული ხელისფლება, მმართველობის 2 ვადის დასასრულს დღესაც ამბობდა, რომ ყველა დანაპირები რაც საზოგადოებას მისცეს შეასრულეს. უბრალოდ გამოწვევები დარჩათ. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა დღეს ისიც კი თქვა, რომ 8 წლიან ანგარიშს რომელსაც პარტიის პროგრამის პრეზენტაციაზე  წარადგენენ,  იქნება ისეთი რომ მოსახლეობას გააოცებს. 

გასაოცარი დემოკრატიის, უფასო ფულის თუ ქარხნების გახსნის პირობით მოსული ხელისუფლება, მმართველობის 8 წლისთავზე ამბობს, რომ მართალია ეს დაპირებები ვერ შეასრულა, მაგრამ იმსახურებს მესამე ვადითაც იყოს უმრავლესობაში. მეტიც დარწმუნებულები არიან რომ ოცნების მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციის შექმნაც არ დასჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი