ფილადელფიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე უბანში მცირე ზომის სამედიცინო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე პაციენტი ბავშვი, მისი დედა და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.
ისინი აშშ-დან მექსიკაში ბრუნდებოდნენ. სავარაუდოდ, 6-ვე დაღუპულია.
"ამ დროისთვის, ჩვენ ვერ დავადასტურებთ გადარჩენილებს", - თქვა საჰაერო სასწრაფო დახმარების კომპანიის წარმომადგენელმა.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა.