"შიმშილობის მესამე დღეა დედაჩემისთვისაც. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ რომ გაუგია, თვითონაც შეუწყვეტია საკვების მიღება. ვერ ვესაუბრები, მრცხვენია, რომ წინასწარ არ გავაფრთხილე და ახლა ასე ვანერვიულებ.
დედა, გთხოვ, შეწყვიტო შიმშილობა. შენი ჯანმრთელობისთვის ეს საშინელებაა! არ შეიძლება შენს ნერვიულობას კიდევ ეს დაემატოს! ძალიან გთხოვ!"
- წერს Facebook-ზე რეჟისორი ლაშა ჩხვიმიანი, რომელიც დმანისში მე-3 დღეა, შიმშილობს.