სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრები და ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საბჭოს ტოვებენ.
მათი თქმით, საბჭო მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას ვერ ასრულებს.
"სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უცმირესობების საბჭო, რომელსაც კოორდინაციას უწევს ტოლერანტობის ცენტრი, წლების განმავლობაში წარმოადგენდა მნიშვნელოვან პლატფორმას სამოქალაქო ინტეგრაციისს საკითხების განსახილველად და ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე სამუშაოდ, თუმცა ბოლო ერთი წლის გაანმავლობაში საბჭოს საქმიანობა ჩიხში შევიდა.
ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარება, პირდაპირ აისახა აღნიშნული საბჭოს საქმიანობაზე, რომელიც არ/ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას.
ბოლო ათი თვის განმავლობაში არ გამართულა არც ერთი სამუშაო შეხვედრა, მიუხედავად საბჭოს სხვადასხვა წევრის არაერთი მოთხოვნისა.
ე.წ. გამჭვირვალობის (რუსული) კანონის წინააღმდეგ საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა საბჭოს კოორდინატორის, კობა ჩოფლიანის მხრიდან საბჭოს საქმიანეობაში უხეში ჩარევა, საბჭოს წინააღმდეგ მისი სახელით გავრცელდა ხელმომწერებისთვის შეურაცხყმყოფელი და ცილისმწაბლური განცხადება;
ასევე, ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ მას და იზაბელა ოსიპოვას, საბჭოს წევრებთან და ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად, სურთ საბჭოს საქმიანობის წარმართვა.
აგრეთვე საბჭოს შიგნით კოორდინატორების მხრიდან იდევნება კრიტიკული და განსხვავებული აზრი, ისინი პირადად წყვეტენ რომელ საბჭოს წევრს მიიწვევენ ამა თუ იმ შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე, რაც პირდაპირ ეწინაღმდეგება აღნიშნული საბჭოს პრინციპებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს.
აქედან გამომდინარე საბჭოში შემავალმა ორგანიზაციების თუ ფიზიკურმა პირების ერთმა ნაწილმა, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობებს, მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება - ერთი მხრივ, უფუნქციო საბჭოს დატოვების თაობზე, ხოლო მეორე მხრივ, ახალი - ეთნიკური მრავალფეროვნების - საბჭოს დაარსებაზე.
ეთნიკური მრავალფეროვნების საბჭოში შემავალ ყველა სუბიექტს აქვს სურვილი, რომ მათი საქმიანობა რეალურად ასახავდეს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებს, საზოგადოებას აწვდიდეს ამომწურავ ინფორმაციას ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, აჟღერებდეს მათ სათქმელს სხვადასხვა ფორუმისა თუ პლატფორმის გამოყენებით და მუშაობდეს ადგილობრივი თემების პრობლემების მოგვარებაზე; აგრეთვე, ხელს უწყობდეს ქვეყნის ეთნიკური მრავალფეროვნების ისტორიის გადააზრებას, თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებასა და გამყარებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერები: