"ჩემი აქ მოსვლის მთავარი მიზანი არის ის, რომ მე სამწუხაროდ ციხეში ვერ ვესტუმრები, მაგრამ მინდა, რომ საზოგადოების სახელით გადავცე ის ღრმა პატივისცემა, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში მის მიმართ, მისი მხნეობის მიმართ და ჩვენი ყველას სოლიდარობა მასთან, ამ ძალიან რთულ მომენტში და მინდა, რომ მადლობა ვუთხრათ...

მადლობა იმისთვის, რომ გამოაჩინა არამხოლოდ ჩვენი საზოგადოების თვალში, არამედ საზღვარგარეთაც გამოაჩინა ქართველი ქალის გამძლეობა და ვაჟკაცობა ამ ძალიან რთულ პერიოდში და ეს არის ის, რაც გაგვიტანს ბოლომდე და გადაგვარჩენს. ამისთვის, მისი სახელი ძალიან დიდხანს დარჩება ჩვენს ისტორიაში."

- თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ბათუმელებთან" ინტერვიუში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი