კონგრესში ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების აქტს 4 ახალი თანასპონსორი ჰყავს

გამოქვეყნდა:

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების აქტს 4 ახალი თანასპონსორი ჰყავს. კერძოდ, 2 დემოკრატი და 2 რესპუბლიკელი კონგრესმენები: მაიკლ ტურნერი, ლოიდ დოგეტი, მაიკლ ლოლერი და ემანუელ ქლივერი

"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" ამერიკის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში იანვარში დარეგისტრირდა. მისი წარმდგენი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება "ქართული ოცნების" მთავრობის აღიარება და მასთან ურთიერთობების ნორმალიზება.

აკრძალვა ვრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, მასთან დაახლოებულ პირებზე და, მთლიანად, "ქართული ოცნების" მთავრობაზე.

კანონპროექტის თანახმად, იკრძალება "ქართული ოცნების" მთავრობის რამე ფორმით აღიარება და აღიარებაზე მინიშნება, ისევე როგორც საამისოდ ფედერალური თანხების გამოყოფა.

კანონპროექტი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.


 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი