აქტივისტი მირიან ბერულავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას გამოძიება, 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ბერულავა სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
მირიან ბერულავას ბოლო რამდენიმე საათია ახლობლები ვერ უკავშირდებიან. ბოლოს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გამოკითხვაზე გადაყვანას უპირებდნენ.