რუსებმა კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში, სკოლა-პანსიონატს დაარტყეს, რომელშიც მოხუცები, შშმ პირები, ქალები და ბავშვები ცხოვრობდნენ

გამოქვეყნდა:

რუსულმა ძალებმა კურსკის ოლქში, ქალაქ სუჯაში არსებულ სკოლა-პანსიონატს დაარტყეს. კურსკის რეგიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების დროებითი კომენდანტის სამსახურის ინფორმაციით, შენობას უმეტესად თავს აფარებდნენ მოხუცები და შშმ პირები. მათივე ცნობით, ნანგრევების ქვეშ 95 ადამიანია მოყოლილი.  მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, თავდასხმის დროს შენობაში ათეულობით ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ევაკუაციისთვის ემზადებოდნენ-" რუსულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ სკოლა-ინტერნატში მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობდა - ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის ქალები და ბავშვები. ახლა ყველაფერი კეთდება მათ გადასარჩენად", - იტყობინება გენერალური შტაბის ტელეგრამ არხი.

განცხადებაში არ არის ნათქვამი, რამდენი ადამიანია დაშავებული და არის თუ არა დაღუპული. უკრაინის გენშტაბის ცნობით, დარტყმა განხორციელდა მართვადი საჰაერო ბომბით. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი