"პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილსა და ძალადობას" | გამოცემა "პუბლიკა"

გამოქვეყნდა:

გამოცემა "პუბლიკა" პარლამენტის არალეგიტიმური თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პოსტს ეხმაურება და მას მუქარად აღიქვამს.

მათი თქმით, პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს მათ მიმართ სიძულვილსა და ძალადობას.

"პუბლიკა" ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ "პუბლიკამ" დღეს გააშუქა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შევიდა და საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული განცხადება ხვალ დაანონსებულ აქციაზე.

შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით.

პაპუაშვილის ამ განცხადებას "პუბლიკის" თანამშრომლები აღვიქვამთ მუქარად", - წერს გამოცემა.

პაპუაშვილმა დაწერა, რომ "ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "პუბლიკა" სისხლის სამართლის დანაშაულს რეკლამირებას უწევს".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი