დავითგარეჯის საქმე - გამომძიებლები 1938 წლის რუკებს ეძებენ და 7 ადგილი გაჩხრიკეს

გამოქვეყნდა:

ახალი ეტაპი დავითგარეჯის საქმეში - პროკურატურამ დღეს ჩხრეკა ჩაატარა 7 ადგილას, სადაც ცხოვრობენ და მუშაობენ დავითგარეჯის კომისიის წევრები. მათ შორის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ამ დრომდე მუშაობს კომისიის ერთ-ერთი წევრი ივერი მელაშვილი. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით გამომძიებლებმა ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია და რუკები, რომლებითაც კომისია მუშაობდა. 

გამომძიებლები 1938 წლის რუკის დედანს ეძებდნენ, რომლის მიხედვით 2 ქვეყნის კომისია საზღვრების დადგენაზე მუშაობდა.

ჩხრეკა არ ჩატარებულა კომისიის ერთადერთი წევრის, რუსუდან თუშურის სახლში, რომელი იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა. მიზეზი, რის გამოც გამომძიებლები თუშურის სახლში არ შევიდნენ, სავარაუდოდ ლაშა ნაცვლიშვილთან - ქართული ოცნების იდეოლოგთან ახლო კავშირია.

გარდა ამისა "მთავარი არხის" ინფორმაციით, თუშური არის შვეიცარიული ლობისტური კომპანიის ერთ- ერთი დამფუძნებელიც, ხოლო ეს კომპანია შვეიცარიაში, ლაშა ნაცვლიშვილის სახლშია დარეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმის გამოძიება დაიწყო.

საუბარია 2006-2007 წლების პერიოდზე.  საგამოძიებო უწყება სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენას გეგმავს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საბაბი გახდა რუკები, რომელიც ქართულ მხარეს კრემლთან დაახლოებულმა, წარმოშობით ქართველმა ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი