"მე ვარ თქვენ გვერდით, თქვენთან და ბოლომდე ერთად ვიქნებით" | პრეზიდენტი ფოთში ახალგაზრდებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფოთში ახალგაზრდებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

ზურაბიშვილს ადგილობრივებმა სოციალურ სივრცეში "ლიმენა" უმასპინძლეს და ფოთში პროტესტის მიმდინარეობისას ზეწოლის, დაშინებისა და შევიწროების ფაქტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიზანიც საზოგადოებაში შიშის დანერგვა და ამით პროტესტის ჩახშობაა. 

პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში პროტესტის მთავარი იარაღი არის საზოგადოება, ხალხის ერთად დგომა, მხარდაჭერა, სოლიდარობა და სულიერი შემართება. მისივე თქმით, დღეს ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გაშლილი და მასში საქართველოს ყველა რეგიონია ჩართული, რაც ძალიან დასაფასებელია, რადგან ვიცით, რომ რაც უფრო პატარაა ქალაქი, მით უფრო  რთულია აქტივიზმი. 

"მე ვარ თქვენ გვერდით, თქვენთან და ბოლომდე ერთად ვიქნებით!" - თქვა ზურაბიშვილმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი