"თბილისის მოლიდან" აქციის მონაწილეების ნაწილი აღმაშენებლის ხეივანზე გადაადგილდება და ქალაქის ცენტრისკენ მიემართება

გამოქვეყნდა:

"თბილისის მოლიდან" აქციის მონაწილეების ნაწილი აღმაშენებლის ხეივანზე გადაადგილდება და ქალაქის ცენტრისკენ მიემართება. აქციის მონაწილეება თან მიჰყვება ოლიგარქის პოლიცია.

ჯერჯერობით ოლიგარქის შსს-ს არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენი მოქალაქეა დაკავებული და რა მუხლით. არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან პოლიტიკოსები ნიკა მელია, გიგი უგულავა, თენგო თევზაძე.

ოლიგარქის რეჟიმი დღეს ყველანაირად შეეცადა რომ ხელი შეეშალა თბილისის შემოსასვლელ-გასასვლელში დაგეგმილი აქციისთვის. რამდენიმე დღით ადრე გზის ეს მონაკვეთი სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შეიყვანა. დღეს კი აქციის მონაწილეების რამდენიმე ნაწილად დაყოფას და მათი გადაადგილების შეზღუდვას შეეცადა.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი