ერთი კაცის ბრძოლა ტოტალური უსამართლობის და უკანონობის წინააღმდეგ | რეჟისორი ლაშა ჩხვიმიანი დმანისში მე-4 დღეა შიმშილობს

გამოქვეყნდა:

რუსული რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე 22 დღეა შიმშილობს. ამ ხნის განმავლობაში არც სახალხო დამცველს შეუქმნია შესაბამისი კონსილიუმი და ადვოკატებს არც პენიტენციური სამსახურისგან მიუღიათ ოფიციალური დოკუმენტაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ქვეყანაში შექმნილ ტოტალურ უსამართლობას და უკანონობას რეჟისორმა ლაშა ჩხვიმიანმა საკუთარი პროტესტი დაუპირისპირა და შიმშილობა გამოაცხადა. დმანისის ცენტრში, საკუთარ ავტომობილში, ყველასთვის დასანახ და კამერებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე ის უკვე მე-4 დღეა შიმშილობს. ციხეში მყოფი მზია ამაღლობელისა და თემურ ქათამაძისგან განსხვავებით, ლაშა ჩხვიმიანი თავისუფალია, თუმცა პროტესტის მონაწილეების შეფასებით, ოლიგარქის რეპრესიული რეჟიმის გამო მთელი ქვეყანა ერთ დიდ ციხედ, ყველა მოქალაქე კი ოლიგარქის პირად მძევლადაა ქცეული.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი