"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მისი დაკავების და პოლიციის სამმართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ მთავარ არხთან ისაუბრა. ნიკა მელიას თქმით, ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ გიორგი ჩოქურმა მასზე ფიზიკურად იძალადა, მაშინ როდესაც ის პოლიციის შენობაში ბორკილდადებული იმყოფებოდა.
"ამჯერად იყვნენ უკიდურესად აგრესიულები, რაც მიუთითებს მათ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირები. ისანი სამგორის პოლიციის სამმართველოს შენობაში, სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ვინმე გიორგი ჩოქურს ეყო თავხედობა და ბორკილდადებული როდესაც ვიჯექი, წიხლით მოახერხა ფიზიკური ძალადობა, რასაც ჩემი მხრიდან მოჰყვა ადეკვატური რეაგირება და ამას არ დაჯერდა და უბრალოდ თავისი პოლიციელები რომ არა მზად იყო ყველაფრისთვის ბორკილდადებული იმ ადამიაანის წინააღმდეგ, რომელსაც საზოგადოება იცნობს, წარმოგიდგენიათ რას ბედავს იმ ადამიანების წინააღმდეგ ვისაც ფართო საზოგადოება არ იცნობს. მეორე სართულზე მოხდა ეს და ვინმეს თუ არ ჯერა ეს კადრები ამოიღონ." - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, ოლიგარქის რეჟიმი მარცხისთვისაა განწირული და ივანიშვილისთვის პროტესტის ეს ეტაპი გადაულახავი იქნება, მარცხით დასრულდება და პროცესი დასრულდება საქართველოს გამარჯვებით.