"ცხელ ხაზზე უკანონოდ დაკავებულ 20 ადამიანზე შემოვიდა შეტყობინება, 16 მათგანის ადგილსამყოფლის შესახებ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია | "კოალიცია ცვლილებისთვის"

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებს სამართლებრივ დახმარებას უწევს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე პარტიების ცხელ ხაზზე 20 ადამიანზეა დაფიქსირებული შეტყობინება, რომელთაგან 16-ის ადგილსამყოფლის შესახებ დაზუსტებული ინფორმაციაა მოძიებული. 

"ოთხი პროდასავლური პარტიის ცხელ ხაზზე უკანონოდ დაკავებულ 20 ადამიანზე შემოვიდა შეტყობინება.

ამ ეტაპზე 16 მათგანის ადგილსამყოფლის შესახებ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია - 15 გადაყვანილია სხვადასხვა იზოლატორში, ერთი კი ინგოროყვას კლინიკაში.

ყველას გაეწევა შესაბამისი სამართლებრივი დახმარება.

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!"

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი