პრიმორსკის მხარის ვიცე-გუბერნატორი სერგეი ეფრემოვი, კურსკის ოლქში, ავტომანქანით გადაადგილებისას ნაღმზე აფეთქდა. მის გარდა, დაიღუპა რუსული არმიის ოფიცერიც.
ამ დროისათვის არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია ვიცე-გუბერნატორის გარდაცვალების ზუსტი ადგილის შესახებ, თუმცა არსებული ცნობებით, ის საბრძოლო მისიიდან დაბრუნებისას მოკვდა.
2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეფრემოვი მეთაურობდა მოხალისეთა რაზმს. 2024 წლის თებერვალში ის ვიცე-გუბერნატორად დაინიშნა, კურსკში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ კი ფრონტის ხაზზე დაბრუნდა. 2023 წელს მან თვითგამოცხადებული დონეცკის "სახალხო რესპუბლიკის გმირის ორდენი" მიიღო.