შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "თბილისი მოლთან" გუშინდელ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 პირი დააკავეს.
უწყებაში "მთავარ არხს" უთხრეს, რომ სისხლის სამართლის მუხლით არავინაა დაკავებული.
გუშინდელ აქციაზე პოლიციამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. დაკავებულებს შორის არიან პოლიტიკოსები, ლექტორები, სტუდენტები.