"სულ რაღაც 12 წელი დასჭირდათ რუსებს, რომ აქ დაზეთილ-დაფინანსებული პროპაგანდის მანქანები გაემართათ. 12 წელი, რომ ხელში ჩაეგდოთ და სინდისის და ხმის ამოღების ტრაკის მქონე ადამიანებისგან გაეწმინდათ ყველა ინსტიტუტი. 12 წელი, რომ ბოლომდე დაე&₾ევებინათ მოსახლეობის ერთი ნაწილი და დაერწმუნებინათ, რომ დასავლეთი მტერია, ხოლო რუსეთი ტრადიციების მცველი, რუსეთში ქონებადაგროვებული შუშაბანდიანი ტიპი პატრიოტია, ხოლო რუსების წინააღმდეგ მეომარი ქართველები - ფულზე მომუშავე პროვოკატორები, უწიგნური და უნიჭო ფეხბურთელი კარგი საპრეზიდენტო კანდიდატია, ხოლო ნაკითხი მოპროტესტე ახალგაზრდები - ქვეყნის მტრები პედარას*ები, და ა.შ და ა.შ.
12 წელი, რომ გამოეზარდა აზროვნებაშეზღუდული შავნიღნიანი ველურების ათობითათასიანი მასა, რომელიც მზად იქნებოდა სამშობლოს და ტრადიციების დაცვის მოტივით, და პრემიების მოლოდინის სანაცვლოდ, ეწამებინა ახალგაზრდები (საზოგადოების თავისუფლების ყველაზე მოყვარული და რეჟიმისთვის ყველაზე საშიში ნაწილი), გალეშილი უფროსისთვის საცემრად მიეგვარა უდანაშაულო ახალგაზრდა, დედა ეგინებინა გოგოებისთვის და ასაკოვანი ხალხისთვის, სახის ძვლები დაელეწა დახურულ მინივენში ხელებშეკრული დემონსტრანტებისთვის, პირში ეფურთხებინა ნაცემი ხალხისთვის და ა.შ. და ა.შ.
და ეს ყველაფერი "სამშობლოს სიყვარულით", და ეს ყველაფერი ჩვენივე გადახდილი გადასახადებით. აქამდე არ მოვსულვართ 1 დღეში, 1 კვირაში ან 1 თვეში, 12 წელი დასჭირდა აქამდე ჩასვლას. ამ ქვეყანაში წლების წინაც იყო ხალხი, ვინც ამბობდა, რომ ეს რეჟიმი აქამდე მივიდოდა, მაგრამ მათ არ უსმენდნენ, გიჟებად თვლიდნენ.
ჯერ კიდევ არაა გვიან. რუსეთს აჩერებს მხოლოდ ძალა, მხოლოდ ძალა! ძალა რაშია, ეგ გერბზე გვიწერია."
- წერს Facebook-ზე "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.