სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თქმით, გამოძიება დაიწყეს გუშინდელ აქციაზე პოლიციის მხრიდან "უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების" ფაქტებზე

გამოქვეყნდა:

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიება დაიწყეს გუშინდელ აქციაზე პოლიციის მხრიდან "სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების" ფაქტებზე.

"სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2025 წლის 2 თებერვალს, თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო.

სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზის მეშვეობით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან იღებს და ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.  იგეგმება და ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. აქციაზე იმყოფებოდა გდდ-ის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც ბრძანებებს პირადად გასცემდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი