ოლიგარქის რეჟიმს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეაქვს და პოლიციელის და ჩინოვნიკების მიმართ ჩადენილ ქმედებებზე სასჯელს ამკაცრებს

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის რეჟიმს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეაქვს და რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ოლიგარქის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა მკაცრდება სასჯელი პოლიციელის ან სახელმწიფო მოსამსახურის მიმართ ჩადენილი ქმედებების შემთხვევაში.

"ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯარო მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ცვლილებით ამ ქმედებისთვის სასჯელად განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით.

იზრდება სისხლისსამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, ძალადობის და მუქარისთვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულების კატეგორიაში. სასჯელი 5-დან 6 წლამდე ვადით.

პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელზე, მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის, ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელებისათვის - ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში და ამაზე იქნება შედარებით მკაცრი სანქცია.

სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც. ეს ახალი ნორმა იქნება, სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც". - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი