რეჟიმის პოლიტიკური პატიმრის, ნიკა კაციას ძმა იმ ზეწოლასა და წნეხზე საუბრობს, რომელსაც მისი ძმის მიმართ აქვს ადგილი:
"აქ რაიმეს იმედი ვერ მექნება. რაღაც პერიოდის მერე იწყება უკვე წნეხი ნიკას მიმართ. ეს შეიძლება იყოს ან ღამე გაიყვანეს საკნიდან, ან საჭმელს არ მიაწვდიან ისევ, გათბობას გაუთიშავენ...ბადრაგებს როცა გადმოჰყავდათ სასამართლო პროცესზე გზაში აგინებდნენ , მსგავსი შემთხვევები იყო. ახლა მაგალითად ტელევიზორზე ნება დართეს, ტელევიზორი შეუტანეს და აღმოჩნდა, რომ მარტო რუსულ არხებს აჩვენებდა და ტვ იმედს. ყველა ჯერზე ველოდებით, რომ რაღაცას კიდევ მოიფიქრებენ რომ წნეხი გააძლიერონ" ამბობს ნიკა კაციას ძმა.
კაციას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.