ოლიგარქის პრეზიდენტმა პარლამენტს სებ-ის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატი წარუდგინა | კანდიდატებს შორისაა ყოფილი მინისტრი და ოცნების შემომწირველიც

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის პრეზიდენტმა მიხეილ ყველაშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატი წარუდგინა, ესენი არიან:  

  • ლევან ძნელაძეშევარდნაძის მთავრობაში ქონების მართვისა და პრივატიზაციის მინისტრის და საგადასახადო შემოსავლების მინისტრის პოსტებს იკავებდა. იყო რამდენიმე სააქციო საზოგადოების გენერალური დირექტორი. 2009-2011 წლებში კი ს.ს "ქართუ ჯგუფის" ფინანსური დირექტორი.2020 წლიდან ეროვნული ბანკის  საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსია.
  • ნინო ჯელაძე18 წელი პროკრედიტ ბანკში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო კონსულტანტი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. 2024 წლიდან სებ-ის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსია.
  • ვახტანგ ბურკიაშვილი ეროვნული ბანკის მოქმედი CEO და  საზოგადოება “2030”-ის ყოფილი ანალიტიკოსია. სებ-ის აღმასრულებელ დირექტორს 2016 წელს ქართული ოცნებისთვის 50 000 ლარი აქვს შეწირული.
  • ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი

ამჟამად ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა მართავს.

2023 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს ორი აღმასრულებელი წევრი აირჩია - ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან.

2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემული საგამონაკლისო ბრძანების მიმართ პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის პირობებში, 2023 წლის ბოლოს პარლამენტმა დაბლოკა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი