"რეპრესიული ქმედებებით მმართველი ელიტა ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან განხეთქილების გაფართოებას განაგრძობს" | ლატვიის საგარეო

გამოქვეყნდა:

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის მორიგი ძალადობრივი დემონსტრირებით შეშფოთებული არიან. 

"ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის მორიგი ძალადობრივი დემონსტრირებით. უახლესი რეპრესიული ქმედებებით მმართველი ელიტა ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან განხეთქილების გაფართოებას განაგრძობს. სრული მხარდაჭერა ქართველებს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვაში", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც უწყების X-გვერდზე გავრცელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი