ტრამპმა მექსიკისა და კანადისთვის 25%-იანი ტარიფების დაწესება 30 დღით შეაჩერა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკისა და კანადისთვის 25%-იანი ტარიფების დაწესება 30 დღით შეაჩერა მას შემდეგ, რაც ეს ქვეყნები დათანხმდნენ, მიიღონ ზომები საზღვრის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და ნარკოტიკებით ვაჭრობის შესაჩერებლად. 

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე დონალდ ტრამპი კანადის პრემიერმინისტრს, ჯასტინ ტრუდოს და მექსიკის პრეზიდენტს, კლაუდია შეინბაუმს ესაუბრა. 

ცნობილია, რომ მექსიკა დათანხმდა ამერიკის საზღვარზე დამატებით 10 000 ჯარისკაცის მობილიზებას, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს ნარკოკარტელებთან და ტრეფიკიორებთან ბრძოლა. 

რაც შეეხება ჩინეთს, იქ ტრამპის მიერ დაანონსებული ტარიფი დღეს შევა ძალაში, რასაც პეკინიც ანალოგიური ნაბიჯით უპასუხებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი