USAID არ გაუქმდება, არამედ მოხდება მისი რეორგანიზაცია | რუბიო

გამოქვეყნდა:

USAID არ გაუქმდება, არამედ მოხდება მისი რეორგანიზაცია და გახდება კიდევ უფრო ფოკუსირებული იმ ამოცანებზე, რაც მას წესდებებით აქვს განსაზღვრული -- განცხადებას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აკეთებს, რომელიც ამ თანამდებობის პარალელურად დროებით  შეითავსებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტს. 

რუბიოს თქმით, USAID-ის ამოცანების დიდი ნაწილი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, თუმცა გადასაწყვეტია რა ორგანიზაციული ფორმით მოხდება ეს.

"არსებობს რაღაცები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ USAID-ის მეშვეობით, რომელიც უნდა გავაგრძელოთ, მოგვიწევს, გადავწყვიტოთ, ეს უკეთესია სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით თუ რეფორმირებული USAID-ის მეშვეობით? ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ“, - აღნიშნა რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში 

USAID-ის რეორგანიზაცია ტრამპის იმ ინიციატივის ფარგლებში მოხდება, რომლითაც აშშ-ის სამთავრობო ბიუროკრატიის შემცირებაა დაგეგმილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი