
მამუკა მდინარაძეს ჰგონია, რომ აშშ-ის საელჩოს მის განცხადებაზე "რეაქციის მიცემა მოუწია". საუბარია დიპლომატიური უწყების გუშინდელ განცხადებაზე, ამერიკულ დაფინანსებასთან დაკავშირებით.
თუმცა, მდინარაძე თვლის, რომ ეს განცხადება "ზოგადი იყო":
"გუშინ, საელჩოს მოუწია პირადად ჩემს განცხადებაზე რეაქციის მიცემა, სადაც ძალიან ზოგადი ტექსტი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა ღირებულებებს და მიდგომებს იზიარებენ ისინი ტრამპის თუ რუბიოსი, რომელიც არის მათი უშუალო ხელმძღვანელი" . ამბობს ივანიშვილის "დეპუტატი".
იხილეთ: