ივანიშვილის სასამართლომ რუსული კანონის აქციებზე დაკავებული კიდევ 2 პირი დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში გაუშვა

გამოქვეყნდა:

ივანიშვილის სასამართლომ რუსული კანონის აქციებზე დაკავებული კიდევ ერთი პირი დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი კუჭუაშვილს პოლიციელზე თავდასხმას [353-ე 1 პრიმა მუხლი] ედავებოდნენ. ის 12 მაისს დააკავეს და სასამართლო პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობდა, სავარაუდოდ იგივე მოტივით, რითაც გიორგი ოკმელაშვილის - ვერ მოესწრო პრეზიდენტ ზურაბიშვილს მათი შეწყალება.

ივანიშვილის პროკურატურის მტკიცებით, კუჭუაშვილმა რობოკოპს ბოთლი ესროლა. თავად ბრალდებული მუხლს  არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ბოთლი ისროლა, თუმცა არა პოლიციის მიმართულებით. 

დამნაშავედ ცნეს და  2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დავით კოლდირს, რომელიც ასევე რუსული კანონის აქციებზე დააკავეს და პოლიციის მანქანის დაზიანებას ედავებოდნენ. 

შეგახსენებთ, იგივე ბრალდებით გუშინ, 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს გიორგი ოკმელაშვილსაც

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი