რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ იზიუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ინფორმაციას ხარკივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
სინეგუბოვი ამბობს, რომ რუსებმა ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს და იერიში ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე მიიტანეს.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა 2 ადმინისტრაციული შენობა და ერთი მრავალსართულიანი, საცხოვრებელი სახლი.