"ჩვენ ვცხოვრობთ დიქტატურაში" | ნიკა გვარამია იზოლატორში დაკავებულების მოსანახულებლად მივიდა

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დაკავებულების მოსანახულებლად მივიდა.

შესვლამდე ჟურნალისტებმა მან თქვა, რომ ქვეყანაში დიქტატურაა და ყველა ისე იბრძვის, როგორც შეუძლია.

"ჩვენ ვიმყოფებით დიქტატურაში და არ არის ახლა ურთიერთგარჩევების და მით უმეტეს, პოლიტიკოსებზე შეტევის დრო. პოლიტიკოსები სხედან ციხეებში, თუ გაინტერესებთ, სად არიან და ახლა მათი გათავისუფლება მნიშვნელოვანია. არამხოლოდ პოლიტიკოსები, ბევრნი არიან ციხეებში, ლამის ნახევარი საქართველოა ნამყოფი. ყველა ვიბრძვით ისე, როგორც შეგვიძლია... ჩვენ ვცხოვრობთ დიქტატურაში", - თქვა გვარამიამ.

მისი თქმით, ოლიგარქის შსს ბრალს სხვებსაც წარუდგინეს, ვინც "თბილისი მოლთან" იმყოფებოდა.

"დანარჩენებსაც მისცემენ პასუხისგებაში ხვალ, როცა მოუხსნიან სადეპუტატო იმუნიტეტს... სავარაუდოდ, სისხლის სამართლით წარუდგენენ ბრალს ვინც იქ იყო ყველას, ნიკა მელიას პირველ რიგში... ჩვენთვის ეს ბრძოლა გასაგებია, რასაც უკავშირდება, ჩვენ ვიცით, ვის წინააღმდეგ ვიბრძვით და მზად ვართ იმისთვის, რომ ციხეშიც ვიყოთ, თუ საჭიროა", - განაცხადა გვარამიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 თებერვალს, აღმაშენებლის ხეივანზე დაკავებულ 8 პირს სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინა

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი