რეპრესიების ახალი ტალღა | "ქართული ოცნება" ციხით ემუქრება ყველას, ვინც არალეგიტიმურ ხელისუფლებას უპირისპირდება

გამოქვეყნდა:

მშვიდობიანი პროტესტის კრიმინალიზაცია და უმძიმესი რეპრესიების ახალი ტალღა. "ქართული ოცნება" ციხით ემუქრება ყველას, ვინც არალეგიტიმურ ხელისუფლებას უპირისპირდება და აპროტესტებს ივანიშვილის კლანის რუსულ პოლიტიკას. ოლიგარქიულ რეჟიმს დღეიდან 8 ახალი პოლიტიკური მძევალი ჰყავს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები.

ოლიგარქის "ოცნებამ" სრულად აამოქმედა ოპონენტების დევნის რუსული მოდელი. არალეგიტიმური ხელისუფლება რამდენიმე წლით აპირებს ციხეში გამოკეტოს გიგი უგულავა, დიმიტრი ბიძინაშვილი და კიდევ 6 დემონსტრანტი, რომლებიც თავდაპირველად ადმინისტრაციული კანონდარღვევის მუხლით დააკავეს, დღეიდან კი საქმე სისხლის სამართლის კოდექსით წარიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი