"ქართული ოცნება" ავტორიტარიზმის ახალ ეტაპზე გადადის. სავარაუდოდ, პარასკევს ივანიშვილის ხელისუფლება ყველა დაანონსებულ რეპრესიულ კანონს ერთად დაამტკიცებს. დრაკონული ცვლილებების თანახმად, მოქალაქეებს ქუჩაში თავისუფლად პროტესტის გამოხატვა და აქციების ჩატარება შეეზღუდებათ. წინასწარი თანხმობის და გაფრთხილების გარეშე, დემონსტრანტების წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სანქცია იქნება გამოყენებული. ხელისუფლების წარმომადგენლის კრიტიკისთვის კი მოქალაქე, შესაძლოა, ციხეში მოხვდეს.
იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადებიც და მკაცრდება სასჯელი ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა ანტისამთავრობო მოწოდებები და კრიმინალურ ბანდად ქცეული პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.