"ცენზურისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მოამბის წამყვანობის შეჩერების შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ემსახურება ხალხს, უნდა იცავდეს მედიის დამოუკიდებლობას და პლურალიზმს, რომელიც დაცული უნდა იყოს."
- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას.