"აშშ კონტროლს აიღებს ღაზას სექტორზე... ჩვენ მას დავეუფლებით" | დონალდ ტრამპი

გამოქვეყნდა:

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკა ღაზას სექტორს დაეუფლება. ამის შესახებ მან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"აშშ კონტროლს აიღებს ღაზას სექტორზე... ჩვენ მას დავეუფლებით და ვიქნებით აუფეთქებელი ნაღმებისა და სხვა საშიში იარაღის გაუნებელყოფაზე პასუხისმგებელნი, თავიდან მოვიშორებთ განადგურებულ შენობებს... ჩემი წარმოდგენით, ეს ახლო აღმოსავლეთის ამ ნაწილს და შეიძლება მთლიან რეგიონსაც, დიდ სტაბილურობას მოუტანს. ყველას, ვისაც ვესაუბრე, ძალიან მოსწონს იდეა, რომ აშშ უნდა ფლობდეს მიწის ამ ნაწილს, რომელსაც განავითარებს და შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს" | თქვა ტრამპმა ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე", - აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, ღაზას სექტორი, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთის "რივიერა" გახდეს. ამასთან ერთად, ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ღაზას სექტორში ამერიკელი ჯარისკაცებიც გაგზავნოს, რათა "რეგიონში უსაფრთხოების ვაკუუმი შეავსოს".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი