"დამემუქრა"... | ბაჩიაშვილის თქმით, სასამართლოზე ივანიშვილი ახალი საქმის აღძვრით დაემუქრა

გამოქვეყნდა:

გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ოლიგარქი ივანიშვილი დღევანდელ გამოკითხვაზე დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ ახალ დავას წამოიწყებს. საქალაქოში ე.წ. ბიტკოინების საქმეზე, რომელზეც ივანიშვილი "დაზარალებულადაა" აღიარებული, ის დისტანციურ რეჟიმში გამოიკითხა. სხდომა მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნით დახურა. 

"პროცესის დასრულების შემდეგ, ბაჩიაშვილის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ივანიშვილის გამოკითხვა უშედეგო იყო, რადგან მან ვერც ერთ კითხვას ვერ უპასუხა: 
"მთავარი მოწმე არც ერთ დეტალს არ იხსენებდა, შესაბამისად, არც ერთ კითხვაზე, რაც შეეხებოდა დოკუმენტს, რაც შეეხებოდა ფაქტობრივ გარემოებას, ის არიდებდა პასუხს თავს. მან ზოგადად თქვა, რომ მე ვიყავი ინვესტორი და აბა ბაჩიაშვილს ხომ არ ვასესხებდი ფულსო. ამავდროულად მან აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევებში მას გაუკეთებია რამდენიმე ასეული ათასი დოლარი, მათ შორის გარანტიის გაცემაც კონკრეტულ პირზე, რომელიც არ იყო მისი ნათესავი. ანუ, მას უნდოდა ამ ყველაფრის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ბაჩიაშვილზე კრედიტის მიცემა იქნებოდა ყველანაირ აზრს მოკლებული.

გაჟღერდა მუქარისშემცველი  რამდენიმე წინადადება, მათ შორის, სხვა კონტრაქტულ და სამოქალაქო ურთიერთობაზე, ეს ფონდის სხვა სტრუქტურულ ნაწილებს შეეხება და ის პირდაპირ დამემუქრა, რომ მანდაც გარკვეულ პასუხისგებაში მოსალოდნელია ჩემი მიცემა" - აღნიშნა თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი ბაჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, ივანიშვილი ბაჩიაშვილს 8000-მდე ბიტკოინის მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი