"ამ ქვეყანაში რამე პოლიტიკური ცხოვრება წარმოუდგენელია, სანამ არ იქნება დანიშნული არჩევნები" | პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

"ამ ქვეყანაში რამე პოლიტიკური ცხოვრება წარმოუდგენელია სანამ არ იქნება დანიშნული არჩევნები და ეს იყო მთავარი გზავნილი ამ ელჩებისთვის," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და პროდასავლური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. 

"დღეს მე მივიღე აქ ევროკავშირის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები, მათთან ერთად იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ წარდგენილები ე.წ. პარლამენტში. დღეიდან უკვე მათი მანდატები გაუქმდა და ერთ-ერთი გზავნილი და თემა ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ის იყო, რომ დღეს რეალურად დასრულდა საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება, რამეთუ აღარ არის პოლიტიკური სივრცე, პარლამენტი თავისთავად არ არის პოლიტიკური სივრცე, უკვე არჩევნებიდან აღარ არის. კონსტიტუცია აღარ არსებობს, არცერთი უფლება დაცული აღარ არის, არც გამოთქმის უფლება, არც შეკრების უფლება არ არის დაცული და ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურად, ამდენად ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება გავრცელდეს ამ ქვეყანაში რამე პოლიტიკური ცხოვრება, რამე პოლიტიკური წარმონაქმნი წარმოუდგენელია სანამ არ იქნება დანიშნული არჩევნები და ეს იყო მთავარი გზავნილი ამ ელჩებისთვის და მათი დედაქალაქებისთვის. 

დღეს, საჭიროა, როგორც აქ განახლდა რეპრესიები, განახლებული იყოს რეპრესიები ჩვენი პარტნიორებისგან ივანიშვილის რეჟიმზე, რომელიც დღეს მხოლოდ ასე შეიძლება ვახსენოთ როგორც რეჟიმი, როგორც რუსული ყაიდის რეჟიმი. [განახლდეს რეპრესიები] ამ რეჟიმზე იმისთვის, რომ დაინიშნოს არჩევნები.

დღეს ვერავინ ვერ იტყვის, როგორ დაინიშნება არჩევნები. ეს კითხვა წარმოუდგენელიც არის იმიტომ, რომ ეს მოხდება თავისი გარედან და შიგნიდან ზეწოლის შედეგად. არ არსებობს ქვეყანა და არ არსებობს ისტორიული მაგალითი, როცა რეჟიმი არის სრულად იზოლირებული თავისი მოსახლეობისგან და დანარჩენი პარტნიორებისგან და გააგრძელოს თავისი მმართველობა და არ მართავს ეს რეჟიმი უკვე. პატარა ქვეყანა არის საქართველო. ეს არ არის რუსეთი, რომელსაც შეუძლია დიდი პერიოდი გაუძლოს სანქციებს, ან ირანი, რომელსაც შეუძლია ჩაიკეტოს მთლიანად. ამ ქვეყანაში ეს შეუძლებელია და ეს რეჟიმი უკვე არ მართავს ქვეყანას, ეს იყო ჩვენი მეორე გზავნილი," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი