რომის ჩამპინოს აეროპორტში ქართველმა მიგრანტმა საკონტროლო კოშკის ბაზაზე ხანძარი გააჩინა.
შემთხვევის შედეგად აეროპორტის 2 თანამშრომელი დაშავდა, დროებით შეჩერდა ფრენებიც.
კაცი დააკავეს, მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო.
მომხდარს გამოეხმაურა იტალიის ვიცეპრემიერი, ტრანსპორტის მინისტრი, მატეო სალვინი, რომელმაც თქვა, რომ აუცილებელია, სასწრაფოდ მოხდეს ინციდენტის გამოძიება. მისივე თქმით, კაცი რომში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.