ოლიგარქის პარლამენტი ახალ კანონს აინიციირებს, რომელიც, მდინარაძის მტკიცებით, "მედიის ობიექტურობასა და ეთიკის სტანდარტებს" დაადგენს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, დააინიციირებენ მედიის კანონს, რომელიც "მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს" დაადგენს.

მისი თქმით, ამ კანონით აიკრძალება მედიასაშუალების უცხოური წყაროებიდან დაფინანსება.

"დავიწყებთ მუშაობას ხვალიდანვე და დააინიციირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, ასევე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები, შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან, ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს", - თქვა მდინარაძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი