სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტ, ბრუნო ფუქსს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტის ინფორმაციით, მათ "ქართული ოცნების" რეჟიმის რეპრესიულ პოლიტიკაზე და საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებაზე ისაუბრეს.

"სატელეფონო საუბარი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტთან ბრუნო ფუქსთან.

მმართველი რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკა და მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის მიზნით შექმნილი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც შეკრებისა და გამოხატვის უფლებების უხეში შეზღუდვა.

საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება, ორთვიანი უწყვეტი პროტესტი და ხალხის ურყევი ნება იბრძოლოს ევროინტეგრაციისა და თავისუფლებისთვის," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი