რეჟისორმა, ლაშა ჩხვიმიანმა დმანისში ხალხმრავალი აქციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა. ის 7 დღე შიმშილობდა.
ჩხვიმიანმა გუშინ, 4 თებერვალს თქვა, რომ თუ დმანისის აქციაზე ბევრი ხალხი მივიდოდა, შიმშილობას შეწყვეტდა.
ის დმანისის მერიის წინ, მანქანაში შიმშილობდა.