ოლიგარქის სასამართლომ თბილისი მოლთან სისხლის სამართლით დაკავებულ რვავე პირს საპატიმრო გირაო შეუფარდა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის სასამართლომ Tbilisi Mall-თან სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ რვავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

ბრალდებულების ნაწილს 3 500, ნაწილს კი 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ისინი საპატიმროს გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მოსამართლეს პროკურატურამ მიმართა. 

გირაო შეეფარდათ: 

  • გიგი უგულავას;
  • ირაკლი წიგნაძეს;
  • ირაკლი ტაბატაძეს;
  • ნიკოლოზ კუტუბიძეს;
  • ვასილ ელიავას;
  • ნიკოლოზ ქუმსიშვილს;
  • ალექსანდრე გოგოლაძეს;
  • დიმიტრი ბიძინაშვილს.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი