"საქართველოში ბოლო მოვლენები საგანგაშოა.
"ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ უფრო ძირს უთხრის მოქალაქეთა უფლებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს საქართველო ევროკავშირის გზას, საქართველოს მოქალაქეების ნების პატივსაცემად"
- ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მართა კოსი სოციალურ ქსელში წერს.