უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში, კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია ფრონტის წინა ხაზზე, რუსული დრონების შეტევას ემსხვერპლნენ. დაღუპულების ცხედრები ქართველმა მებრძოლებმა უკვე გამოიტანეს ფრონტის ხაზიდან.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში უკვე 80 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.