„ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტი | ორპარტიული დოკუმენტი კონგრესის საიტზე გამოქვეყნდა

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილსა და მის მარიონეტებთან ამერიკის შეერთებული შტატების არცერთმა ხელისუფლებამ არ უნდა ითანამშრომლოს - ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც „ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტში წერია. ორპარტიული დოკუმენტი კონგრესის საიტზე უკვე გამოქვეყნებულია. 

ქართული კოშმარის არაღიარების აქტში გარკვევით წერია - რა შემთხვევაში შეიძლება დალაგდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს მაშინ მოხდება, როდესაც ოლიგარქის რეჟიმი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას შეწყვეტს, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში უნდა გამოიხატოს. 

რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც მოუწოდებენ თეთრი სახლის ადმინისტრაციას, რომ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს, მათ შორის მაგნიტსკის გლობალური აქტი და სანქცირების პროცესი გააგრძელოს. ქართული ოცნების არაღიარების აქტით საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია მოხსენიებული.

 ბიძინა ივანიშვილი ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა 27 დეკემბერს დაასანქცირა. რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს  დემოკრატიისა და ევროატლანტიკური  მომავლის ძირის გამოთხრისთვის.  ოლიგარქმა 30 დეკემბრიდან დამატებითი სანქციების შიშით ქონების გადამალვა და საქართველოში გადმოტანა დაიწყო. ამისათვის მისი ოჯახის წევრებს - შვილს უტა ივანიშვილსა და მეუღლე ეკატერინა ხვედელიძეს - საგანგებოდ ახალი კომპანიები შეაქმნევინა.

ივანიშვილი როგორც ჩანს სანქციებს დიდი ბრიტანეთიდანაც ელოდება; ამიტომ გაერთიანებული სამეფოს კონტროლის ქვეშ მყოფი  ოფშორებიდან აქტივების დიდი ნაწილი უკვე საქართველოში გადმოარეგისტრირა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი