აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა შეხვედრა გამართა ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, მარგუს ცაჰკნასთან (ესტონეთი), კესტუტის ბუდრისთან (ლიეტუვა) და ბაიბა ბრაჟესთან (ლატვია). შეხვედრაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.
"მადლობელი ვარ რომ შევხვდი ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რათა გვემსჯელა, კოლექტიურად როგორ შეგვიძლია პასუხი ვაგებინოთ ივანიშვილის ტირანულ რეჟიმს. ბალტიისპირეთის ქვეყნები თავისუფლებისა და დემოკრატიის მოდელია. მადლობელი ვარ მათი დამოუკიდებლობისთვის! " - წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე